გიორგი გაბიტაშვილი სანქციებზე - უსამართლო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში არანაირი უხერხულობის გრძნობა არ გამაჩნია - Palitra News

გიორგი გაბიტაშვილი სანქციებზე - უსამართლო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში არანაირი უხერხულობის გრძნობა არ გამაჩნია

2025-06-11 16:36:34+04:00

ყოფილი გენერალური პროკურორი, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე არჩეული გიორგი გაბიტაშვილი სანქციებს უსამართლოს უწოდებს.

ის ამბობს, რომ უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უხერხულობის გრძნობა არ გააჩნია.

„უსამართლო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში არანაირი უხერხულობის გრძნობა არ გამაჩნია“, - განუცხადა გაბიტაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გიორგი გაბიტაშვილი, სხვა პირებთან ერთად, 10 აპრილს დაასანქცირა.

ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე დღეს აირჩიეს.