„სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში სანქციები მუშაობს", - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „გლობალ სექი 2025“-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა. „საქართველოს დემოკრატიული მომავალი“. - ამ სახელწოდების დისკუსიის გამართვამდე პრაღაში მიმდინარე გლობალ სექის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტსა და საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა.