საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი რაოდენობრივად 5%-ით შემცირდა - Palitra News

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი რაოდენობრივად 5%-ით შემცირდა

2025-06-19 13:47:01+04:00

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი რაოდენობრივად 5%-ით შემცირდა. ავტომობილების იმპორტში კი აშშ-ის წილი 77%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებით, ამ წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში 55 037 ერთეული, თითქმის მილიონი დოლარის ღირებულების მანქანა შემოვიდა. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იგივე პერიოდში იმპორტირებული იყო 58 544 ერთეული მსუბუქი ავტომობილი და მათი ღირებულება 900 ათას დოლარსაც კი არ აღწევდა. რაც შეეხება ფასებს, ქვეყანას წელს ერთი ავტომობილის იმპორტი საშუალოდ გადასახადების გარეშე 17 ათასი დოლარი უჯდებოდა, წინა წლის იმავე პერიოდში კი 15 ათასი დოლარი. მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტი საშუალოდ 13%-ით გაძვირდა. საქართველომ წელს ავტომობილების უდიდესი ნაწილი (42 797 ერთეული) ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოიყვანა. ამ ბაზრიდან ერთი ავტომობილის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 12 330 დოლარი იყო. შემდეგ პოზიციაზეა იაპონია, საკმაოდ დიდი სხვაობით, საიდანაც წელს მხოლოდ 4 710 ავტომობილი შემოვიყვანეთ, ჯამში დაახლოებით 110 ათასი დოლარის ღირებულების. მას მოსდევს გერმანია, საიადანაც რაოდენობრივად იაპონურზე ნაკლები ავტომობილი შემოვიდა, მაგრამ დაახლოებით ორჯერ ძვირი. ჩამონათვალშია ასევე ჩინეთი და თუქეთი, საიდანაც ასევ განხორციელდა რამდენიმე ასეული ავტომობილის იმპორტი.