პარლამენტის მიმდებარედ, საპროტესტო აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი სისხლის სამართლის კოდექსით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს - Palitra News

პარლამენტის მიმდებარედ, საპროტესტო აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი სისხლის სამართლის კოდექსით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

2025-06-24 09:19:04+04:00

პარლამენტის მიმდებარედ, საპროტესტო აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი სისხლის სამართლის კოდექსით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დავით მამაგეიშვილი აცხადებს, რომ რატიანმა პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა: „პოლიციის თანამშრომელთან მივიდა და ხელი დაარტყა, სრულიად უმიზეზოდ“, - აცხადებს მამაგეიშვილი.