ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა - Palitra News

ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

2025-06-26 12:51:24+04:00

ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა - უნივერსიტეტის განცხადების თანახმად, შეტევის შედეგად მედიცინისა და ბიოლოგიის სხვადასხვა კვლევით პროექტზე წლების განმავლობაში ჩატარებული შრომა განადგურდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, აუდიტორიები, სასწავლო ლაბორატორიები და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სადეზინფექციო ოთახი მნიშვნელოვნად დაზიანდა. უნივერსიტეტი, რომელიც ჯერ კიდევ აფასებს ზარალს, ვარაუდობს, რომ ეს ათობით და, შესაძლოა, ასობით მილიონი შეკელიც იყოს.