აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ირანის ბირთვული პროგრამის მნიშვნელოვანი დაზიანების შესახებ სანდო მტკიცებულებები მოიპოვა. გავრცელებულ ინფორმაციაზე ეროვნული დაზვერვის დირექტორიც საუბრობს და დასტურად დაზვერვის ახალი მონაცემები მოჰყავს. სააგენტო ადასტურებს, რომ სანდო სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის დარტყმების შემდეგ ირანის ბირთვული პროგრამა იმდენად დაზიანდა, რომ მის აღდგენას წლები დასჭირდება.