„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან - Palitra News

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

2025-06-26 12:59:37+04:00

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც პარტიაში აცხადებენ, შეხვედრაზე 15-მდე ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი იმყოფება, მათ შორის არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის ლიეტუვას, შვედეთის ნორვეგიისა და დანიის საელჩოს წარმომადგენლები.

საუბრის თემა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია, მათ შორის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერების დაკავება.

შეხვედრა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ოფისში მიმდინარეობს.

შეხვედრაზე „ლელო - ძლიერი საქართველოდან“ იმყოფებიან დავით უსუფაშვილი, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და გიორგი სიორიძე.