მაისში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch-ის პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციებით სავალუტო რეზერვები დაახლოებით 245 მლნ დოლარით შეავსო - Palitra News

მაისში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch-ის პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციებით სავალუტო რეზერვები დაახლოებით 245 მლნ დოლარით შეავსო

2025-06-26 14:00:33+04:00

მაისში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch-ის პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციებით სავალუტო რეზერვები დაახლოებით 245 მლნ დოლარით შეავსო. ეროვნული მარეგულირებლის ინფორმაციით, შედეგად ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა მაისის მდგომარეობით 4 მილიარდ 600 მილოიონ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვალში სებ-ს Bmatch-ის პლატფორმაზე შესყიდვები არ განუხორციელებია, ხოლო მარტი-მაისის პერიოდში ჯამურად საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 613.5 მლნ დოლარით გაზარდა. სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის“. საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს ზუსტად ერთ თვეში, 25 ივლისს გამოაქვეყნებს. ცნობისათვის, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ოპერაციებს BMatch-ის პლატფორმით და სავალუტო აუქციონებით ახორციელებს. BMatch-ის პლატფორმა - ბლუმბერგის ერთ-ერთი ელექტრონული სავაჭრო სისტემაა, რომლის მეშვეობითაც სრულდება კონვერტაცია.