ეროვნული ბანკიდან კომერციულ ბანკებზე გადავიდეთ. როგორც აღმოჩნდა, კომერციულილი ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 65 მილიარდიან ნიშნულს უახლოვდება. კომერციული ბანკების მიერ, ამ წლის მაისში, გაცემული სესხების ჯამური მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), წინა თვესთან შედარებით, თითქმის 457 მლნ ლარით გაიზარდა და თვის ბოლოს 64 მილიარდ 67 მილიონი ლარი შეადგინა. სესხების წლიური ზრდა, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.07% იყო. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა თითქმის 509 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული - 52 მლნ ლარით შემცირდა. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის, 2025 წლის მაისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10 მლრდ ლარზე მეტი, ხოლო უცხოური ვალუტით 18 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის სესხები. ამ წლის მაისში, 412 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მაისის ბოლოსთვის 33 მილიარდ 31 მილოიონი ლარი შეადგინა.