გაიზრდება თუ არა იმ პირთა ვინაობა, ვისაც „ქართული ოცნება“ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე დაიბარებს - ამ კითხვამ დამატებითი აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც კომისიის ბოლო სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ქვეყნის ეროვნული ინეტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე საუბრისას, რამდენიმე ადამიანის სახელი და გვარი წარმოთქვა. სამთავრობო გუნდში ამტკიცებენ, რომ თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და თინათინ ხიდაშელი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟს ცდილობდნენ. აღნიშნულ ბრალდებას უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციურ სპექტრში და თუ რა ეტაპზეა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირება და რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტები.