ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, საჩივრის განხილვა დაიწყო - Palitra News

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, საჩივრის განხილვა დაიწყო

2025-06-26 16:04:50+04:00

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, საჩივრის განხილვა დაიწყო.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, სასამართლო კორესპონდენციაში განმარტავს, რომ საქმეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი მიენიჭოს. ამის გათვალისწინებით, საქმის არსებითი განხილვა საჩივრის წარდგენიდან შემჭიდროებულ ვადებში, 2 თვეში დაიწყო.

საია-მ მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან და მის სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილს მიმართა.

საჩივარში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა: თავისუფლებისა და უსაფრთხოების, საქმის სამართლიანი განხილვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება უფლება, გამოხატვის თავისუფლება და სხვა უფლებები.