შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, გენერალური პროკურორი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაესწრნენ - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, გენერალური პროკურორი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაესწრნენ

2025-06-26 16:06:07+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, გენერალური პროკურორი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაესწრნენ.

ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე სიტყვით გამოვიდა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან გზებზე ისაუბრა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკაზე აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებით და განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.