მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ობისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის შუამდგომლობა საზოგადოებრივო ადვოკატების აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა - Palitra News

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ობისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის შუამდგომლობა საზოგადოებრივო ადვოკატების აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

2025-06-26 16:07:06+04:00

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ობისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის შუამდგომლობა საზოგადოებრივო ადვოკატების აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

სხდომა სწორედ ბრალდებულთა შუამდგომლობით დაიწყო - მათ იურიდიული დახმარების სამსახურიდან სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატების აცილება მოითხოვეს.

დაკავებულებმა ნდობა მხოლოდ მათ მიერ დაქირავებულ უფლებადამცველებს გამოუცხადეს.

პოზიცია დააფიქსირეს საზოგადოებრივმა ადვოკატებმაც და განმარტეს, რომ ისინი ბრალდებულების შუამდგომლობას ეთანხმებოდნენ და საქმეს უნდა ჩამოცილებოდნენ.