ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი ე.წ. "სამუშაო ვიზიტით" სირიაში იმყოფება. თვითგამოცხადებულ მინისტრს საზღვარზე სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩი და სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ. იქამდე, საქართველოს ხელისუფლებამ თურქულ მხარეს სთხოვა სირიასთან შუამდგომლობა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევასთან დაკავშირებით.