გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი ქალაქ რუსთავში არსებულ სამრეწველო საწარმო „რუსთავის აზოტში“ ბოლო წლებში განხორციელებულ გადაიარაღების შედეგებს გაეცნო. მინისტრმა მოინახულა საამქროები, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ახალი ნაგებობა, კონდენსაციური ელექტროსადგური და ინფორმაცია მიიღო იმ თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც საწარმომ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით დანერგა.
დავით სონღულაშვილი სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების რეგიონულ ოფისებსაც ესტუმრება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობას გაეცნობა და თანამშრომლებს შეხვდება.