ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 13 ივნისიდან ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ირანში, სულ მცირე, 627 ადამიანი დაიღუპა, 4 870 კი დაშავდა - Palitra News

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 13 ივნისიდან ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ირანში, სულ მცირე, 627 ადამიანი დაიღუპა, 4 870 კი დაშავდა

2025-06-26 16:10:37+04:00

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 13 ივნისიდან ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ირანში, სულ მცირე, 627 ადამიანი დაიღუპა, 4 870 კი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, ყველაზე მეტი ადამიანი ირანის დედაქალაქ თეირანსა და დასავლეთ ირანის რეგიონში დაზარალდა. ირანში აცხადებენ, რომ დაღუპულთა 86% დარტყმების ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენი - საავადმყოფოში მიყვანისთანავე ან გზაში, რაც აფეთქებების, ნანგრევებისა და ხანძრის შედეგად გამოწვეული განადგურების სიმძიმეს აჩვენებს.