გაიზრდება თუ არა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც „ქართული ოცნება“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარებს - „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და თინათინ ხიდაშელი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟს ახორციელებდნენ - Palitra News

გაიზრდება თუ არა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც „ქართული ოცნება“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარებს - „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და თინათინ ხიდაშელი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟს ახორციელებდნენ

2025-06-26 21:09:44+04:00

გაიზრდება თუ არა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც „ქართული ოცნება“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარებს - კომისიის ბოლო სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ქვეყნის ეროვნული ინეტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე საუბრისას, რამდენიმე ადამიანის სახელი და გვარი წარმოთქვეს. „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და თინათინ ხიდაშელი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟს ახორციელებდნენ. აღნიშნულ ბრალდებას უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციურ სპექტრში. რა ეტაპზეა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირება და რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტები.