საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა - Palitra News

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა

2025-06-26 21:13:09+04:00

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დროს გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების დაწესება, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას ჩრდილს აყენებს და ხშირად მიმართულია საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად.