პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო - კიდევ რას ითვალისწინებს განახლებული კანონი და როგორ ეხმაურებიან ამ თემას პოლიტიკური მხარეები? - Palitra News

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო - კიდევ რას ითვალისწინებს განახლებული კანონი და როგორ ეხმაურებიან ამ თემას პოლიტიკური მხარეები?

2025-06-26 21:13:40+04:00

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლირება დაუშვებელი იქნება. სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს. კიდევ რას ითვალისწინებს განახლებული კანონი და როგორ ეხმაურებიან ამ თემას პოლიტიკური მხარეები?