არასამთავრობო ორგანიზაციები 29 ივნისს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქციას აანონსებენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება გააპროტესტონ. ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ რეპრესიებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს და ეს ყველას ეხება. მესამე სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური ლიდერების გარდა, ამჟამად სხვადასხვა პროფესიის მქონე რიგითი მოქალაქეები საკუთარი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების გამო პატიმრობაში არიან.