საქართველოს ეროვნული არქივის შენობაში „კვირის პალიტრის“ პროექტის ფარგლებში „გზავნილი მოავალში“ დაილუქა საგანგებოდ დამზადებული სკივრი, რომელშიც მომავალში გაგზავნილი წერილებია მოთავსებული. ეს არის სახალხო პროექტი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 10 000 მდე წერილი, რომელიც სკივრშია მოთავსებული 2035 და 2050 წლებში გაიხსნება. სწორედ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, „კვირის პალიტრის“ რედაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა საზოგადოებისთვის, რომ წერილი მომავალში გაეგზავნათ. სახალხო პროექტი „გზავნილი მომავალში“ 2000 წელს დაიწყო. ნებისმიერ მსურველს შეეძლო დაეწერა წერილი, რომელსაც, ადრესატი, გზავნილის ავტორის სურვილის შემთხვევაში, მიიღებდა და მიიღებს 1, 5, 10, 25, 50 ან 100 წლის შემდეგაც კი. წერილები განთავსდა სპეციალურ სკივრებში და ინახება ეროვნულ არქივში.