გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გაჟღერებულ გზავნილებს - Palitra News

გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გაჟღერებულ გზავნილებს

2025-06-27 09:26:03+04:00

გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გაჟღერებულ გზავნილებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოლოდინი უარყოფითია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საერთაშორისო ლიდერების გზავნილი პასუხია იმ ქმედებებზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ახორციელებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ევროპელი ლიდერების მხრიდან გაჟღერებული გზავნილებს რეაგირება მოჰყვება, რაც კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესებით გამოიხატება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გახმოვანებულ გზავნილებს ყოფილი დიპლომატებიც ეხმაურებიან.