ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ გაიმართა დებატები სახელწოდებით "მოწოდება საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნის მსხვერპლი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ". დებატების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების მზარდ გაუარესებაზე საუბრობდნენ. მათ არაერთ საკითხზე, მათ შორის საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებათა სერიაზე გაამახვილეს ყურადღება. გარდა ამისა, დეპუტატებმა თქვეს, რომ საჭიროა ზომების გაძლიერება, რათა “რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს” სანქციები დაუწესდეთ.