საქართველოში სამუშაო ვიზიტით ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლები იმყოფებიან. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა, ევროპელ და აზიელ კოლეგებთან ერთად, გარეული ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა განიხილეს. კონფერენციაზე შემუშავდა აღნიშნული პროგრამის შესრულების გეგმა, რომელიც რეგიონულ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული და მოიცავს გარეული ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგსა და მართვას - დაავადებების გავრცელების შემთხვევაში კი, რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას ველური ბუნების სიჯანსაღისა და, შესაბამისად, უსაფრთხო, ჯანსაღი და მდგრადი სამყაროს შექმნაში. მხარეებმა გარეულ ცხოველთა დაავადებების აფეთქებაზე რეაგირების მეთოდებზე იმსჯელეს.