ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იყო - Palitra News

ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იყო

2025-06-27 09:36:53+04:00

ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იყო. საერთაშორისო ლიდერებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ რეჟიმში მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მისი აგრესიის შეზღუდვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად რჩება. მისივე განცხადებით, მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსული ნავთობი, ჩრდილოვანი ფლოტი, ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები. უკრაინასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტმაც ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროა ევროკავშირმა რუსეთზე ზეწოლა უფრო მეტად გააგრძელოს და ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვა აიძულოს.