უცხოური მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებისთვის, მათ შორის ფინანსურ დახმარებას სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებისთვის. წყაროები განმარტავენ, რომ ჯერ უცნობია, რა საბოლოო პირობებს შესთავაზებენ ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან. აღნიშნული დაუდასტურებელი ინფორმაციის მედიაში გავრცელებამდე, თეთრი სახლის პრესმდივანმა, განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რომ შეხვედრა შედგეს.