ევროკავშირის სამიტზე საერთაშოსირო ლიდერებმა ვერ მიაღწიეს საერთო აზრს უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის ვეტოს გამო - Palitra News

ევროკავშირის სამიტზე საერთაშოსირო ლიდერებმა ვერ მიაღწიეს საერთო აზრს უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის ვეტოს გამო

2025-06-27 09:39:35+04:00

ევროკავშირის სამიტზე საერთაშოსირო ლიდერებმა ვერ მიაღწიეს საერთო აზრს უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის ვეტოს გამო - უნგრეთმა ვეტო დაადო ერთიან განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. ამის გამო ევროკავშირის 26-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა გამოაქვეყნოს დოკუმენტი „ევროკავშირი მინუს უნგრეთი“ ფორმატით. უკრაინული მედია ინფორმაციით, როგორც აღმოჩნდა, უნგრეთმა დაბლოკა გადაწყვეტილების ყველა პუნქტი – არამხოლოდ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ევროკავშირის 26 ქვეყანა შეთანხმდა, რომ ევროკავშირი განაგრძობს უკრაინისთვის რეგულარული და პროგნოზირებადი ფინანსური მხარდაჭერის გაწევას გრძელვადიან პერსპექტივაში.