პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო დაპატიმრებული პოლიტიკოსების რიცხვი 8-მდე გაიზარდა - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო დაპატიმრებული პოლიტიკოსების რიცხვი 8-მდე გაიზარდა - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2025-06-27 15:49:37+04:00

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო დაპატიმრებული პოლიტიკოსების რიცხვი 8-მდე გაიზარდა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არა სამართლის მთავარ პრინციპებს, არამედ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დაწერილ დირექტივას ეფუძნება. ოპოზიციონერ ლიდერებს პოლიტიკური შოუს დადგმის მცდელობაში სდებს ბრალს „ქართული ოცნება“. მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მათმა ოპონენტებმა ციხეში წასვლა თავად გადაწყვიტეს. კიდევ რას ამბობენ აღნიშნულ თემაზე პოლიტიკური მხარეები.