თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ნიკა მელია და გივი თარგამაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დამნაშავედ ცნო - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ნიკა მელია და გივი თარგამაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დამნაშავედ ცნო

2025-06-27 15:50:28+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ნიკა მელია და გივი თარგამაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დამნაშავედ ცნო და მელიას 8-თვით, ხოლო თარგამაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნიკა მელია აქამდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, ხოლო გივი თარგამაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში თავისი ფეხით მივიდა. ამასთან, მათ 2 წლის ვადით პოლიტიკური თანამდებობის დაკავებაც აეკრძალათ.