ოლექსი გონჩარენკო - საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეგიძლია ეს წარმოიდგინოთ? - რეალურად ვისზე მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი პატრონები? - Palitra News

ოლექსი გონჩარენკო - საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეგიძლია ეს წარმოიდგინოთ? - რეალურად ვისზე მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი პატრონები?

2025-06-27 15:58:34+04:00

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ გაიმართა დებატები სახელწოდებით "მოწოდება საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნის მსხვერპლი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ". დებატების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების მზარდ გაუარესებაზე საუბრობდნენ. გარდა ამისა, დეპუტატებმა თქვეს, რომ საჭიროა ზომების გაძლიერება, რათა “რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს” სანქციები დაუწესდეთ.