ქალაქ ეჩმიაძინში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ცნობით, სომეხთა კათოლიკოსმა სასულიერო პირების დასამშვიდებლად საპატრიარქოს ტერიტორია დატოვა, რის შემდეგაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კათოლიკოსი გარეგინ მე-2 ალყაში მოაქციეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთში ხელისუფლების მიტაცების მცდელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოძრაობა „წმინდა ბრძოლა“ ტერაქტის მომზადებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა. ასევე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სომხეთის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოსის წინააღმდეგაც. ამასთან, ხელისუფლების მიტაცების მცდელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ბიზნესმენი ტიგრან გალსტიანი და პოლკოვნიკი მიგრან მახსუდიანი.