ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები ავრცელებენ განცხადებას, რომლითაც, როგორც ამას ტექსტის ავტორები აღნიშნავენ, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ყველა მსხვერპლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი შეფასებით, ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად პოლიტიკური დევნა, ასევე სასამართლო პროცედურების ბოროტად გამოყენება უნდა დასრულდეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხსენებლები მომავალ შემოდგომას საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ. საქართველოში მიმდინარე პროცესს, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას გმობენ - ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროებიც