რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა - Palitra News

რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

2025-06-28 13:10:21+04:00

რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. უწყვეტი პროტესტის 212-ე დღესაც, მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტეს - მათი მოთხოვნები კი უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები. ამავდროულად, აქცია გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან, საიდანაც მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს და იქ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.