დაცული ტერიტორიების სააგენტომ გალფის ქვეყნებში ციფრული კამპანია დაიწყო.
კამპანიის მთავარი ამოცანაა საქართველოს ეროვნული პარკებისა და სათავგადასავლო ეკოტურისტული სერვისების წარმოჩენა, აგრეთვე ქვეყნის, როგორც ბუნებით, თავგადასავლებითა და მრავალფეროვანი გამოცდილებით მდიდარი ტურისტული მიმართულების შესახებ ცნობადობის გაზრდა.
სამი თვის განმავლობაში გალფის ქვეყნებში, ციფრულ არხებში, აქტიურად იქნება წარმოდგენილი საინფორმაციო და საიმიჯო ხასიათის ვიდეორგოლები, რომლებიც საქართველიოს მრავალფეროვანი ბუნების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მთავარი გზავნილით – “სულ რაღაც 3 საათის მანძილზე უდაბნოდან”.