შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სამხარეო სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევისა და მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ ტყეში ფლობდა არარეგისტრირებულ სახერხ საამქროს, სადაც დამონტაჟებული ჰქონდა ე.წ. ლენტური ხერხი.
გამოძიება, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევისა და მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.