საქართველოში აბონენტებს მე-5 თაობის მობილურ ინტერნეტს უკვე სამივე მსხვილი ოპერატორი მიაწვდის. კომუნიკაციების კომისიამ, 5G-ის დასანერგად მესამედ ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად „სილქნეტი“ გამოაცხადა. კომპანიის მიერ შეძენილი ლოტის საფასურმა ჯამში 48-ა მილიონ ლარს გადააჭარბა.
აუქციონის ფარგლებში, ოპერატორი ვალდებული იქნება 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები.