„ფრანს-პრესი“ - პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 16 ჯარისკაცი დაიღუპა - Palitra News

„ფრანს-პრესი“ - პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 16 ჯარისკაცი დაიღუპა

2025-06-28 14:11:46+04:00

პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგად 16 ჯარისკაცი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, შემთხვევა პაკისტანის ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში მოხდა.

„თვითმკვლელი ტერორისტი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანით სამხედრო კოლონას შეეჯახა. აფეთქების შედეგად 16 ჯარისკაცი დაიღუპა და 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა“, - განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.

პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, ექვსი ბავშვი დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა, „თეჰრიქ-ე თალიბანმა“ აიღო.