ორმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შიმშილობა დაიწყო - პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტაროამ და კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით უვადო შიმშილობა გამოაცხადეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები განმარტავენ, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა არასასურველი, თუმცა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელი ნაბიჯია. ორივე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამჟმად პარლამენტთან იმყოფება