„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, ირაკლი კუპრაძე და ალეკო ელისაშვილი მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ 29 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას შეუერთდნენ - Palitra News

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, ირაკლი კუპრაძე და ალეკო ელისაშვილი მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ 29 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას შეუერთდნენ

2025-06-28 15:36:57+04:00

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, ირაკლი კუპრაძე და ალეკო ელისაშვილი მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ 29 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას შეუერთდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მარშის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას მოაწყობენ. „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, კოალიციის ორი მთავარი მოთხოვნა, ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, კვლავ უცვლელია.