უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე საქართველოში ჩამოასვენეს - Palitra News

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე საქართველოში ჩამოასვენეს

2025-06-28 18:55:07+04:00

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე საქართველოში ჩამოასვენეს.

მის ცხედარს სამშობლოში ახლობლები და თანამებრძოლები საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ. ისმოდა შეძახილები: „დიდება გმირებს!“.

ვანდო ნადირაძის ცხედარს თემქაზე, მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ.

უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელის, ვიცე-პოლკოვნიკ ვანო ნადირაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2 ივნისს გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ფოტო: „ტვ პირველი“