29 ივნისს 7 საათზე ჩანიშნულ საპროტესტო აქციას ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო ჯგუფები შეუერთდებიან - Palitra News

29 ივნისს 7 საათზე ჩანიშნულ საპროტესტო აქციას ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო ჯგუფები შეუერთდებიან

2025-06-28 20:07:09+04:00

29 ივნისს 7 საათზე ჩანიშნულ საპროტესტო აქციას ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო ჯგუფები შეუერთდებიან. ხელისუფკების ოპონენტთა განცხადებით, ქუჩის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 29 ივნისის მსვლელობაში მონაწილეობა ბევრმა ადამიანმა მიიღოს.