გამოცხადდება თუ არა 2-რ ივლისს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია? გერმანიაში მყოფი გახარია გერმანიის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესს დაესწრო და ამის თაობაზე განცხადებაც გაავრცელა. ამავე დროს, კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი აანონსებს, რომ შესაძლოა ორშაბათს ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძისა და გიორგი ვაშაძის საქმეები პროკურატურას ხელმეორედ გადაეცეს.