სპორტული ჟურნალისტის დღისადმი მიღძვნილი ღონისძიებები პადელის ტურნირით გაიხსნა - შეჯიბრი ოლიმპიკის აუზთან მდებარე კორტებზე გაიმართა. ტურნირი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. მთავარი პრიზისთვის 8 გუნდი იბრძოდა და გამარჯვებული ლაშა რამაზაშვილისა და ირაკლი ფოფხაძის წყვილი გახდა. ჩვენი ტელეარხის სახელით ტურნირში მონაწილეობა ცოტნე შაორშაძემ და რეზი მაღრაძემ მიიღეს და მათ საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს. პრიზიორები მედლებთი, სიგელებითა და სხვადასხვა საჩუქრებით დააჯილდოვეს. მომდევნო დღეებში მედიის წარმომადგენლებისთვის ავტო სლალომისა და ფეხბურთის ტურნირებიც იგეგმება.