უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მხარი დაუჭიროს ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა მედიასთან აღნიშნა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე შტატების მხრიდან განხორციელებული დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული პროგრამა საბოლოოდ განადგურდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელებმა შტატების თავდასხმამდე ბირთვული ობიექტიდან გამდიდრებული ურანის გატანა ვერ მოასწრეს. მისივე შეფასებით, ირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად მხოლოდ რამდენიმე კვირა ჰქონდა დარჩენილი, ახლა კი ეს შეუძლებელი იქნება.