გიორგი გახარია გერმანიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა - Palitra News

გიორგი გახარია გერმანიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

2025-06-30 10:51:34+04:00

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია, გერმანიის იუსტიციის მინისტრს, შტეფანი ჰუბიგს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„შეხვედრის მთავარი თემა იყო თუ როგორ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები დროულად და როგორ უნდა მივაღწიოთ ახალგაზრდა აქტივისტებისა და ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართული პოლიტიკური დევნის შეწყვეტას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.