საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მთავარი სამოქმედო გეგმა არის ერთობა და მის აღნიშნულ განცხადებას ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრები ზურაბიშვილს მწვავედ აკრიტიკებენ, ხოლო “ლელო-ძლიერ საქართველოში” კი მე-5 პრეზიდენტის მოსაზრებას სრულად იზიარებენ. კიდევ რას აცხადებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და თავის მხრივ რაში ხედავს გამოსავალს თავად სალომე ზურაბიშვილი.