პარლამენტთან მოშიმშილე პოლიტიკოსის - ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას შეწყვეტს, თუკი ოპოზიციური პარტიები მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებს სრულ ბოიკოტს გამოუცხადებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მხარდაჭერას უცხადებენ ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძეს, რომლების რუსთაველის გამზირზე უკვე მესამე დღეა შიმშილობენ. ისინი ასევე ამბობენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით პარტიებმა ერთობლივად უნდა იმსჯელონ და გადაწყვეტილება ამის ფონზე მიიღონ. კიდევ რას აცხადებენ მოშიმშილე ოპოზიციონერები.