გაეროში ირანის ელჩი, ამირ-საეიდ ირავანი აცხადებს, რომ ირანი ბირთვულ გამდიდრებას არასდროს შეაჩერებს, რადგან, როგორც ამას თავად აცხადებს, ეს პროცესი მშვიდობიანი მიზნებისთვის დაშვებულია. ელჩის მტკიცებით, თეირანი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული უპირობო დანებება მოლაპარაკებას არ წარმოადგენს.