დასავლეთ თურქეთში მდებარე ქალაქ იზმირში ტყის ხანძრებთან ბრძოლას ძლიერი ქარი აფერხებს - Palitra News

დასავლეთ თურქეთში მდებარე ქალაქ იზმირში ტყის ხანძრებთან ბრძოლას ძლიერი ქარი აფერხებს

2025-06-30 12:52:09+04:00

დასავლეთ თურქეთში მდებარე ქალაქ იზმირში ტყის ხანძრებთან ბრძოლას ძლიერი ქარი აფერხებს. თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის თქმით, ცეცხლის ქრობის პროცესში 1000-ზე მეტი მეხანძრე, 11 თვითმფრინავი და 27 შვეულფრენი მონაწილეობს. მისივე განმარტებით, ძლიერი კვამლის გამო სამი ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაწერეს. ამასთან, კვამლის გამო იზმირის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ოთხ სოფელში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრით დაზარალებული ტერიტორიის ზუსტი ფართობი უცნობია.