საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ხელისუფლების ოპონენტთა მთავარი სამოქმედო გეგმა არის ერთობა - მის ამ განცხადებას ოპოზიციაში ერთმანეთისგან განსხვავებული რეაგირება მოჰყვა. “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრები ზურაბიშვილს მწვავედ აკრიტიკებენ, ხოლო “ლელო-ძლიერ საქართველოში” კი მე-5 პრეზიდენტის მოსაზრებას სრულად იზიარებენ.